პროექტის სახელწოდება: წიგნი და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის მოკლე აღწერა: დღევანდელობიდან გამომდინარე ბავშვმა უნდა გაიაზროს წიგნის აუცილებლობა.
პროექტის სრული აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვცხოვრობთ კომპიუტერის ეპოქაში, უნდა ვეცადოთ რომ წიგნმა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა, რადგან წიგნით გადმოცემული ამბავი სულ სხვაა. ის რომ, კომპიუტერის დახმარებით უფრო სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი გვერდზე გადავდოთ. წიგნს აქვს თავისი სილამაზე, სიბრძნე. კარგად დაწერილი წიგნი ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, სიკეთისაკენ და მოყვასისადმი სიყვარულისაკენ უბიძგებს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ, რომ მან შეძლოს წიგნის შეყვარება და მისი საჭიროების დანახვა. უნდა შევაგნებინოთ რომ კომპიუტერთან ერთად აუცილებელია ურთიერთობა წიგნთან.
მონაწილეთა ასაკი: 11–16 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: 4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: საჭირო მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები მოსწავლეებთან, მშობლებთან.
საუბრები: პრეზენტაციის მოწყობა, სკოლის გაზეთის დაწერა.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები მიიღებენ უამრავ ინფორმაციას წიგნის და წიგნიერების შესახებ. გამოუმუშავდებათ მსჯელობის უნარი. შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, კედლის გაზეთს.
სარგებელი სხვებისთვის: ეს საკითხი აქტუალურია ბავშვებისათვის, ისინი ისწავლიან წიგნის პატივისცემასა და სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ქართული– სხვადასხვა საშუალებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა: სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება; უცხო ენა –მოსწავლე მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე; ისტ–ის საშუალებით ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების გამოყენება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ავტორი: ხათუნა სიხარულიძე.
No comments:
Post a Comment