Wednesday, November 2, 2011

წიგნი და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში

პროექტის სახელწოდება: წიგნი და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის მოკლე აღწერა: დღევანდელობიდან გამომდინარე ბავშვმა უნდა გაიაზროს წიგნის აუცილებლობა.
პროექტის სრული აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვცხოვრობთ კომპიუტერის ეპოქაში, უნდა ვეცადოთ რომ წიგნმა არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა, რადგან წიგნით გადმოცემული ამბავი სულ სხვაა. ის რომ,  კომპიუტერის დახმარებით უფრო სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წიგნი გვერდზე გადავდოთ. წიგნს აქვს თავისი სილამაზე, სიბრძნე. კარგად დაწერილი წიგნი ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, სიკეთისაკენ და მოყვასისადმი სიყვარულისაკენ უბიძგებს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ, რომ მან შეძლოს წიგნის შეყვარება და მისი საჭიროების დანახვა. უნდა შევაგნებინოთ რომ კომპიუტერთან ერთად აუცილებელია ურთიერთობა წიგნთან.
მონაწილეთა ასაკი: 11–16 წელი.
ვადების ხანგრძლივობა: 4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: საჭირო მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები მოსწავლეებთან, მშობლებთან.
საუბრები: პრეზენტაციის მოწყობა, სკოლის გაზეთის დაწერა.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები მიიღებენ უამრავ ინფორმაციას წიგნის და წიგნიერების შესახებ. გამოუმუშავდებათ მსჯელობის უნარი. შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, კედლის გაზეთს.
სარგებელი სხვებისთვის: ეს საკითხი აქტუალურია ბავშვებისათვის, ისინი ისწავლიან წიგნის პატივისცემასა და სიყვარულს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ქართული– სხვადასხვა საშუალებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა: სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება; უცხო ენა –მოსწავლე მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე; ისტ–ის საშუალებით ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების გამოყენება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ავტორი: ხათუნა სიხარულიძე.

Monday, October 3, 2011

"ვიყოთ საკუთარ თავთან მართალნი“.


1. პროექტის სახელწოდება:”ვიყოთ საკუთარ თავთან მართალნი“.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ყველამ და მათ შორის მოზარდმა უნდა გაითავსოს ის, რომ საკუთარი თავისა და ღვთის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი.
3. პროექტის სრული აღწერა: დღეს არაფერი ისე საჭირო და აუცილებელი არაა,როგორც საკუთარი აზროვნებისა და ქცევის მართვა, რადგან ყველას, დიდსა თუ პატარას უფრო ცივილურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება და ვიღებთ უამრავ ინფორმაციას, კარგსაც და ცუდსაც. დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ცუდმა ინფორმაციამ ჩვენზე და უფრო მეტად ბავშვებზე არ იმოქმედოს უარყოფითად.ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს საქციელს, რასაც მოჰყვება ხოლმე სავალალო შედეგი, ამიტომ სანამ ცუდ რამეს ჩავიდენთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ არ მივაყენოთ ზიანი არც სხვას და არც საკუთარ თავს. ყოველთვის გვახსოვდეს რომ „ვიყოთ საკუთარ თავთან მართალი.“
4. მონაწილეთა ასაკი:
11 და 17 წელი.
5. ვადები, ხანგრძლივობა:
3 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები
: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები ბავშვებთან, მშობლებთან და ფსიქოლოგებთან.
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოზარდები მიიღებენ უამრავ ინფორმაციას ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
8. სარგებელი სხვებისათვის: ეს საკითხები ეფექტურია ბავშვებისათვის, ისინი ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას.
9.
სამუშაო ენა: ქართული.
10.
საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული–ბიბლიოთეკის, ინტერნეტის სარგებლობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა, ხელოვნება- კლასიკური მუსიკის მოსმენა.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მასწავლებელი: ხათუნა სიხარულიძე.
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ananotamta@gmail.com
14.
პროექტის ფორუმი:
15.
პროექტის ვებ-გვერდი: