Monday, October 3, 2011

"ვიყოთ საკუთარ თავთან მართალნი“.


1. პროექტის სახელწოდება:”ვიყოთ საკუთარ თავთან მართალნი“.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ყველამ და მათ შორის მოზარდმა უნდა გაითავსოს ის, რომ საკუთარი თავისა და ღვთის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი.
3. პროექტის სრული აღწერა: დღეს არაფერი ისე საჭირო და აუცილებელი არაა,როგორც საკუთარი აზროვნებისა და ქცევის მართვა, რადგან ყველას, დიდსა თუ პატარას უფრო ცივილურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება და ვიღებთ უამრავ ინფორმაციას, კარგსაც და ცუდსაც. დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ცუდმა ინფორმაციამ ჩვენზე და უფრო მეტად ბავშვებზე არ იმოქმედოს უარყოფითად.ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს საქციელს, რასაც მოჰყვება ხოლმე სავალალო შედეგი, ამიტომ სანამ ცუდ რამეს ჩავიდენთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ არ მივაყენოთ ზიანი არც სხვას და არც საკუთარ თავს. ყოველთვის გვახსოვდეს რომ „ვიყოთ საკუთარ თავთან მართალი.“
4. მონაწილეთა ასაკი:
11 და 17 წელი.
5. ვადები, ხანგრძლივობა:
3 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები
: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები ბავშვებთან, მშობლებთან და ფსიქოლოგებთან.
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოზარდები მიიღებენ უამრავ ინფორმაციას ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
8. სარგებელი სხვებისათვის: ეს საკითხები ეფექტურია ბავშვებისათვის, ისინი ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას.
9.
სამუშაო ენა: ქართული.
10.
საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული–ბიბლიოთეკის, ინტერნეტის სარგებლობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა, ხელოვნება- კლასიკური მუსიკის მოსმენა.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მასწავლებელი: ხათუნა სიხარულიძე.
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ananotamta@gmail.com
14.
პროექტის ფორუმი:
15.
პროექტის ვებ-გვერდი: